პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს COVID-19 არ დაუდასტურდა. კლინიკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ დროისათვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
"ამ ეტაპზე მისი მდგომაროება ითვლება საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია. დედას რაც შეეხება, ბაბუა რეკავს ამ ჩვილის და ამბობს, რომ ტემპერატურა აღარ აქვს. თავს უკეთ გრძნობს და მარნეულში იმყოფება", - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა.