გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს, განმეორებით ჩატარებული ტესტის შედეგებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. იუწყება გერმანული მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე კორონავირუსზე ჩატარებულმა პირველმა ტესტმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.
კორონავირუსზე ტეტსიის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მერკელი პარასკევს შეხვდა ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.