იტალიის მთავრობამ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ მარკ მარკ ესპერს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო დახმარების გასაწევად მიმართა. იტყობინება CNN-ი აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალია შეერთებულ შტატებს კრიტიკულ სამედიცინო აღჭურვილობას, ნიღბებსა და სასუნთქ აპარატებს სთხოვს.
გარდა ამისა, იტალიის მთავრობა იტალიაში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს სთხოვს, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ ხელისუფლებას, სამედიცინო პერსონალსა და საველე ჰოსპიტლებს.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსის 59 138 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 476-ია.