ხორვატიაში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იუწყება სააგენტო Associated Press-ი.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ზაგრების ჩრდილოეთით შვიდ კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მძლავი ბიძგები დაიწყო ადგილობრივი დროით 06:23 საათზე.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 15 წლის მოზარდი. მიწისზრამ დააზიანა მრავალი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრციული ნაგებობა.