ბრაზილიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დაიხურა.
ქანდაკება, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, სოლიდარობის ნიშნად კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშების გამოსახულებით გაანათეს.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს საქართველოს დროშაც.
ოფიციალური მონამცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე შემთხვევაა დადასტურები. აქედან უმრავლესობა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში - სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა სან პაულუს მკვიდრი 62 წლის მამაკაცი.