კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში. ინფორმაცია მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზება 9 მარტს მოხდა. პაციენტს დიაბეტი ჰქონდა.
სამინისტროს არ გამოუქვეყნებია სხვა ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა აღრიცხული.