ბრიტანეთის ციხეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება BBC-ი.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სასჯელს მანჩესტერის მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
13 პატიმარი და ციხის ადმინისტრაციის 4 თანამშრომელი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 626 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 71 პაციენტი გარდაიცვალა, 65 კი გამოჯანმრთელდა.