შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო საზღვრის დახურვაზე შეთანხმდნენ. იტყობინება BBC-ი.
საზღვრის დახურვასთან დაკავშირებით მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმაც.
მისი თქმით, სასაზღვრო შეზღუდვა სავაჭრო ურთიერთობებს და ტვირთების გადაზიდვას არ შეეხება.
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არააუცილებელი გადაადგილებისთვის დროებით ვხურავთ აშშ-კანადის საზღვარს. ეს შეზღუდვა არ აისახება სავაჭრო ტვირთების გადაზიდვაზე", - დაწერა ტრამპმა.
ყოველდღიურად, დაახლოებით 2 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი კვეთს აშშ-კანადის საზღვარს.