ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას კორონავირუსთან ბრძოლაში და საგრანტო პროგრამას აცხადებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში. USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით ACT NOW.
პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე; აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს; ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად; მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.