გერმანელ პოლიტიკოსს, ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერობის ერთ-ერთ კანდიდატს ფრიდრიხ მერცს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
მერცის თქმით, მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.
"კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მომავალი კვირის ბოლომდე დავრჩები სახლში, თვითიზოლაციაში. საბედნიეროდ, მაქვს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები. დაგეგმილი შეხვედრები გაუქმებულია. მკაცრად ვიცავ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს", - დაწერა მერცმა.
ვეტერანი გერმანელი პოლიტიკოსი ცოტა ხნის წინ გერმანიის მმართველი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებელ მარათონს შეუერთდა, რაც მას გზას უხნის, მერკელის შემდეგ, კანცერლის თანამდებობა დაიკავოს.