ესპანეთის პარლამენტის ზედა პალატამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. იუწყება ალიანსის გენერალური დირექტორი იენს სტოლტენბერგი.
ნატო-ს დანარჩენი წევრი ქვეყნების პარლამენტებმა ეს უკვე გააკეთეს.
ესპანეთი ნატოს 29 წევრ ქვეყანას შორის ბოლოა, რომელმაც მოახერხა ოქმის რატიფიცირება, რაც გზას უხსნის ჩრდილოეთ მაკედონიას უახლოეს მომავალში ალიანსის 30-ე წევრი გახდეს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა ჩრდილოეთ მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას.