კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში. იუწყება BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, სან პაულუს მკვიდრი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევაა დადასტურებული.