ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 349 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2100-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 000-ია.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.
ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.
3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.