ორშაბათიდან, გერმანია დახურავს სახმელეთო საზღვრებს ავსტრიასთან, საფრანგეთთან და შვეიცარიასთან, რათა შეაფერხოს კოროვირუსის გავრცელება. იტყობინება Deutsche Welle წყაროზე დაყრდნობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობას ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ამ დროისთვის, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 4 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 პაციენტი გარდაიცვალა.