კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნნით, ყაზახეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აკრძალა თითქმის ყველა სახის მოგზაურობა ქვეყნიდან და ქვეყანაში.
ყაზახეთის პრეზიდეტის, ყასიმ ჟომარტ ტოკაევის დეკრეტით, ქვეყანაში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ ყველას, გარდა დიპლომატებისა და მთავრობის სპეციალური ნებართვის მქონე პირებისა.
დეკრეტი ასევე ზღუდავს საცალო ვაჭრობის მსხვილი ობიექტების მუშაობას და ავალებს რეგიონალურ წარმომადგენლებს გააძლიერონ უსაფრთხოება საკვანძო შენობებსა და ობიექტებში.
საგანგებო მდგომარეობა ყაზახეთში 15 აპრილამდე იმოქმედებს.
ამჟამად ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევაა აღრიცხული.