კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფი გრეგორი ტრუდოს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია კანადის მთავრობის მეთაურის ოფიციალურმა წარმომაგენელმა კამერონ აჰმადმა გაავრცელა.
თავად ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ რაც, ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა მისმა ცოლმა, თავი შეუძლოდ იგრძნო.
კანადის პრემიერს სიმპტომები არ აქვს. სოფის კი ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსით 125 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 625, 68 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.