კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. იუწყება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი აზერბაიჯანის საგანგებო შტაბი.
უწყების ცნობით, გარდაცვლილია 1969 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც სამშობლოში ირანიდან დაბრუნდა
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში იმყოფებიან.
ამჟამად აზერბაიჯანში 11 ადამიანი კორონავირუსის სიმპტომატურ მკურნალობას გადის, აქედან 9 აზერბაიჯანის მოქალაქეა, დანარჩენი ორი გერმანიის და რუსეთის მოქალაქეები არიან.