კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია 69 წლის კაცი, რომელიც ვენის ჰოსპიტალშ გადიოდა მკურნალობას.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ახლახან დაბრუნდა იტალიიდან.
ბოლო 24 საათში, ავტრიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 245-დან 300-მდე გაიზარდა.
კანცლერ სებასტიან კურცის თქმით, სავარაუდოდ, შემთხვევათა რაოდენობა კიდე გაიზრდება.