კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები დააპატიმრეს.
დაკავებულები არიან "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებიც.
"კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დავაკავეთ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ცენტრის განყოფილების უფროსი დავით გახარია, ამავე განყოფილების თანამშრომელი გელა ნაჭყებია, "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლები ვახტანგ ჩიტაია, ვარლამ სახურია, ლეილა მიქავა, ფრიდონ ჩიტაია და ბეჟან პაპავა. მათ უკანონოდ მიითვისეს პენსიონერებისათვის განკუთვნილი 95 ათასი ლარი, ", _ აცხადებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე.
დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.