კანადის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
იუწყებიან, რომ გარდაცვლილია ჩრდილოეთ ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მცხოვრები ადგილობრივი.
ამ დროისთვის, კანადაში კორონავირუსით დაინფიცირების 71 შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტების უმეტესობა ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიაში მცხოვრები მოქალაქეები არიან.