ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაკ რაიანის თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი გრიპივით ზაფხულის დადგომისთანავე გაქრება.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს კვლავაც ექნება გავრცელების შესაძლებლობა", - დასძინა რაიანმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ტემპერატურის მომატებისთანავე ვირუსის გავრცელება შენელდება და შეწყდება, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათასს გადააჭარბა.