არგენტინისა და ჩილეს ხელისუფლებები იტყობინებიან, რომ მათ ქვეყნებში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
არგენტინაში კორონავირუსით დაინფიცრდა 43 წლის მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩრდილოთ იტალიიდან. ამჟამად ის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაშ იმყოფება.
რაც შეეხება ჩილეს, 33 წლის ჩილელი კაცი ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმყოფებოდა.
იუწყებიან, რომ ჩილელ პაციენტს კორონავირუსის "ძალიან მსუბუქი" სიმპტომები აღენიშნება.