კორონავირუსით ინიფირებულთა 3.4% გარდაიცვალა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სეზონური გირპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა.
მისი თქმით, სეზონური გრიპისადმი უამრავ ადამიანს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, ხოლო COVID-19-ი ახალი კორონავირუსია, რომლისადმი იმუნიტეტი არავის აქვს.
"გლობალურ დონეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელია 3.4%-ია. შედარებისთვის, სეზონური გრიპის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, 1%-მდე", - განაცხადა ღებრეისუსმა.
ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 91 000-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.