ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ოთხი არასრულწლოვნის დაკავების გამო და კველა მათგანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიყენოს თავისი გავლენა მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
ევროკავშირი გამოხატავს მხარდაჭერას "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშოროსოდ აღიარებული ფარგლების საზღვრებში", _ ნათქვამია განცხადებაში.