დღეს, 13 ნოემბერს, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ევროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განიხილება ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. ლარსის პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას კი საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გააცნობს.
სხდომაზე ასევე განიხილავენ ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების გათავისუფლების საკითხსაც.
სხდომაზე დასწრებაზე თანხმობა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ზურაბ ტყემელაძემ და აკაკი ასათიანმა გამოთქვეს. სხდომას ასევე დაესწრებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - "ქრისტიან-დემოკრატების" წევრები, ასევე, გია თორთლაძე, ბაჩუკი ქარდავა და ჯონდი ბაღათურია.