საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომწოდებლებმა დამატებითი რაოდენობის პირბადეები შემოიტანონ.
"პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და საქართველო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია.
"გვაქვს აბსოლიტურად ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე იმ მგზავრებზეც, რომლებიც იმყოფებიან დაკვირვების პროცესში.
საფრთხის რისკი რა თქმა უნდა მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება უკვე გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს", - თქვა ტიკარაძემ.