კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრიაში, შვეიცარიასა და ხორვატიაში. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი ადამიანი. როგორ იუწყებიან ის იმყოფებოდა მილანში 19-21 თებერვალს.
ავსტრიაში კორონავირუსის ორი შემთხვეაა დაფიქსირებული. ორივე პაციენტი ავსტრიის ტიროლის რეგიონში მცხოვრები იტალიელები არიან.
ცოტა ხნის წინ, შვეიცარიამ დაადასტურა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა.
შვეიცარიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან, რა გზით დაინფიცირდა პაციენტი.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში, კერძოდ კატალონიაში.
მანამდე კორონავირუსის შემთხვევები დააფიქსირეს ესპანეთის კუთვნილ კანარის კუნძულებსა და მალორკაზე.