ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.
ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებისთვის გუშინ 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლის მოიპოვა.
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ხვალ სამ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი იასპარეზებს:
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.