ქართული რაგბის 50-წლის იუბილეს ეგიდით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა "ა" ნაკრები 13 ნოემბერს უკრაინის ნაკრებთან ითამაშებს, 14 ნოემბერს კი საუბილეო კვირეული არგენტინის "ა" ნაკრებთან შერკინებით დასრულდება.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა პოლონეთის ეროვნული ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 54:5 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა აქტივში 8 ლელო და 7 გარდასახვა ჩაიწერეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
15 ირაკლი ყიასაშვილი (21 ბექა წიკლაური 61) 11 სანდრო ნიჟარაძე (22 ირაკლი გეგენავა 48) 13 გიგა კორკელია (26 დავით ლოსაბერიძე 69) 12 მამუკა ნინიძე (25 გიორგი ჯიმშელაძე 50) 14 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა ხმალაძე, 9 ბიძინა სამხარაძე (20 გიორგი კაჭარავა 48) /
1 კარლენ ასიეშვილი (17 ირაკლი მირცხულავა 54) 2 ირაკლი ჭყონია (16 ჯაბა ბრეგვაძე 48) 3 ვასილ კაკოვინი (18 გიორგი ნაცარაშვილი 68; 4 დიმიტრი პავლოვი, 5 კახა უჩავა (23 ილია სურგულაძე 57-68; 6 ლაშა თავართქილაძე, 7 ვიტო კოლელიშვილი (24 შოთა საყვარელიძე 54) 8 ზვიად მაისურაძე კაპ (19 გელა სირბილაძე 54)
მწვრთნელები: ნიკო ჭავჭავაძე, ლევან მაისაშვილი
8 ლელო: ნინიძე, უჩავა, კოლელიშვილი, ხმალაძე (4 7), გეგენავა (5 8), წიკლაური;
7 გარდასახვა: ყიასაშვილი 4, წიკლაური (6 8), გეგენავა (7)