"ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ შექმნა ილუზიის, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენის გამო გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
"გარეთ როდესაც მართავენ აქციებს, სადაც თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თითქოს თავებს ითვლის სადღაც ვიღაც, მართლაც, ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ შექმნა ილუზიის, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.