იაპონიიის საიმპერატორო სასახლემ გააუქმა იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღესთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიება. იუწყება KyodoNews-ი.
სასახლის განცხადებით, შიშობენ, რომ ხალხმრავალმა ღონისძიებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კორონავირუსის გავრცელებას.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაუქმოთ საზოგადოებრივი ღონისძიება სასახლეში, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება მრავალი ადამიანი, ვირუსის გავრცელების რისკის გათვალისწინებით", ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიების ფარგლებში, საიმპერატორო სასახლის აივნიდან იმპერატორის ოჯახის წევრები სასახლის მრავალრიცხოვან სტუმრებს ესალმებიან.
ბოლოს იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება 1996 წელს გააუქმეს, პერუში იაპონიის საელჩოში მომხდარი ინცინდენტის გამო.
ადგილობრივი რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლები პერუს დედაქალა ლიმაში, იაპონიის საელჩოში შეიჭრნენ და იქ მყოფი 500-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს.
თავდამსხმელებს მძევლები თითქმის 3.5 თვის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. მათი გათავისუფლება სპეცრაზმმა საელჩოზე განხორციელებული იერიშის შემდეგ შეძლეს.
2018 წელს იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სასახლეს 82 000 ვიზიტორი ეწვია.