საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო.
კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.