პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი სამიზნეა.
"ეჭვები არც არის, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ დიდი ხნით ჩასვამს ლიდერებს ციხეში და გიგი უგულავა რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნეა, ეს ყველამ ვიცით. მოეგება გონს და ამას არ იზამს თუ გააგრძელებს აგონიას და ასლან აბაშიძის სტილში მოქმედებას, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს, არ ვიცი. ჩვენ და გიგიც წარსული გამოცდილებიდან ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.