პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკელ პარტნიორთან" - ამის Sესახებ გიორგი კახიანმა ტვ “იმედის" ეთერში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უყურებს, როგორც რეგიონში ლიდერ ქვეყანას. ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა რეგიონში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები გაიომართა იმ კონგრესმენებთან, რომელთაგანაც იყო წერილები და გარკვეული კითხვები ამ წერილებში. ცხადია ჩვენი მხრიდან მათ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ და მხარდამჭერი განცხადებებიც კი გაკეთდა კონგრესმენების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს. ამ ვიზიტის ფარგლებში პასუხი გაეცემა იმ არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობილ შეხედულებებს, რომელიც კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებში იყო დასმული . თუ აქამდე მათთვის ცალმხრივი ინფორმაციების მიწოდება ხდებოდა, ცხადია, მათთვისაც ძალიან საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ჩვენი შეხედულებების მოსმენა“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.