ინდოეთის ქალაქ ტრისურში, მრვალბინიანი სახლის მოსახლეობამ ხელისუფლებას ჩივილით მიმართა იმის გამო, რომ დასაბანი და დასალევი წყალი არ ჰქონდათ. იუწყება The News Minute.
მათი თქმით, თავდაპირველად მთელს სახლში ალკოჰოლის სუნი იგრძნეს, მეორე დღეს კი ონკანებიდან ლიქიორი წამოვიდა.
აღმოჩნდა, რომ ექვსი წლის წინ შენობის გვერდით მდებარეობდა ბარი. მოგვიანებით ბარი დახურეს და სპირტიანი სასმელები ამოიღეს.
გასულ კვირას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უტილიზაციის ნებართვა მიიღეს და სპირტიანი სასმელი ბარის გვერდით დამარხეს. შედეგად, ექვსი ათასმა ლიტრმა ალკოჰოლმა წყალმომარაგების სისტემაში შეაღწია და წყალს შეერია.
ხელისუფლებამ წყალმომარაგების სისტემს გაწმენდა უკვე დაიწყო.