საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავიურისის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. საქართველოშიკორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ორშაბათიდან საქართველოში იქნება შესაძლებლობა, დიაგნოზი ადგილზე დაისვას და ამისთვის ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნა არ იქნება საჭირო.
"ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე რომ, სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.