გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა ახალი ნომრის გარეკანზე ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის პორტრეტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი სამედიცინო ნიღბით არის გამოსახული.
სამედიცინო ნიღაბზე რამდენიმე წარწერაა - "ჩინეთის ტესტი", "შემდეგი აფეთქების პრევენცია", "ეკონომიკური საფრთხე".
ჟურნალის ახალი ნომერი გაყიდვაში 17 თებერვალს გამოვა.