მე მას არ განვსჯი, მაგრამ მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. არ მგონია სწორი, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ყოფილი გერეალური პროკურორის ირაკლლი შოტაძის გადაწყვეტილებას, კვლავ გახდეს გენერალური პროკურორი.
ჩუგოშვილის თქმით, ირაკლი შოთაძე საკმაოდ კარგი პროფესიონალია, თუმცა „არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ უკან დაბრუნება იგივე თანამდებობაზე“
„მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საპროკურორო მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და სამართალშიც კარგი პროფესიონალია, მან თავად დატოვა თანამდებობა, თან ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ძალიან დიდ აღშფოთებას. მე უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ უკან დაბრუნება იგივე თანამდებობაზე. მე მას არ განვსჯი, მაგრამ მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. არ მგონია სწორი“, – აცხადებს ჩუგოშვილი.