მე იმ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, რასაც ოპოზიცია აყენებს, თუმცა ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არ უნდა დავტოვოთ საპარლამენტო ტრიბუნა და განცხადების გაკეთებას ვაპირებ სწორედ ამ თემაზე, - განაცხადა პარლამენტის ევრმა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია
“ზოგადად, მე იმ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, რასაც ოპოზიცია აყენებს. ეს სამართლიანი მოთხოვნებია, თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია და ჩვენ ვინც ვართ პარლამენტის წევრები, აქ უნდა გამოვიყენოთ ოპონირებისთვის ეს ტრიბუნა, ხოლო ვინც არ არის პარლამენტის წევრი და ბევრია ასეთი, ის ბუნებრივია სხვა სივრცეს და სხვა ადგილს იპოვის პროტესტის გამოსახატად. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არ უნდა დავტოვოთ საპარლამენტო ტრიბუნა და განცხადების გაკეთებას ვაპირებ სწორედ ამ თემაზე“, - განაცხადა ბესელიამ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდების გამო, საპარლამენტო ოპოზიციამ, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხა.