ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის დადგენა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან, 99,99 პროცენტით ჩვენ თვითონ გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და აღარ იქნება აუცილებლობა რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფშია.