ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლათან დაკავშირებით, ამბობს, რომ შეიძლება მტერსაც ელაპარაკო, მაგრამ „ეს რაღაცისთვის უნდა კეთდებოდეს“.
„ერთი ვინმემ ახსნას მანდ, რა რაციონალური ინტერესია ლავროვის შემოყვანა ქვეყანაში, როცა ოკუპაციაა, როცა თვითონ იძახიან, რა ხდება ახალგორში, ოთხოზორია, ტატუნაშვილის მკვლელობაზე მათი საქციელის ფონზე. იმიტომ კი არა, რომ მტერს არ უნდა ელაპარაკო. უნდა ელაპარაკო და რაღაც მომენტში შეიძლება შეხვედრაც შედგეს და მოიწვიო კიდეც, ოღონდ ეს რაღაცისთვის უნდა კეთდებოდეს, რაც ეროვნულ ინტერესშია. ახლა მანდ ვართ, რამე გარღვევას ელოდებიან? ჩავა ახლა ლავროვი უკრაინაში, ჩაუშვებენ? იმიტომ კი არა, რომ ხუშტურზეა საუბარი. პრინციპის საკითხია. უნდა უნდოდეს ნორმალურ მთავრობას, საერთაშორისო დონეზე მოითხოვო რაღაცები. მით უმეტეს, როცა საფრთხეა და როცა უკრაინელი კოლეგა გიწევს ამ საკითხს, გეკითხება, მომხრე ხართ თუ არა, რომ სანამ რუსეთი ასე გექცევათ თქვენც, ჩვენც და ამის გამო პრობლემა შევუქმნათო და ამაზე პასუხობ, არაო, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, გარდა ქვეყნისთის მორიგ ჯერზე მიყენებული ზიანისა. ხალხს არ მოეწონება კი არა, უმწვავესი რეაქცია იქნება. მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი", - თქვა ბოკერიამ.