ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო საქციელი.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა უკრაინელი დეპუტატის შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ პუტინის რუსეთს შეექმნას საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა და დაუწესდეს სანქციები თავისუფალი სამყაროსგან, უპასუხა, რომ - არა
"ამ სამარცხვინო და კატასტროფული განცხადების შემდეგ, ყველა სხვა განცხადება იქამდე ნათქვამი, რომ "ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე", არა თუ აზრს კარგავს, პირიქით, კონტრპროდუქტიულიც არის. ის, რაც პრობლემაა, საქართველოს მთავრობა ეფექტურადაც რომ მუშაობდეს, მარტივი არ არის ამ საკითხების დაძვრა და როცა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი იძახის, რომ ამას მხარს არ უჭერს, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ რომელიმე ჩვენი თუნდაც პარტნიორი ჩვენ ნაცვლად იაქტიურებს, რომ ჩვენს პრობლემებზე თავი შეიწუხოს? ეს ხომ გამორიცხულია", - თქვა ბოკერიამ.