ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში წყალდიდობას სულ მცირე 57 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 48 ადამიანი. იუწყება შტატის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, დაკარგულია 19 ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
24 იანვარს, მინას ჟეირაისის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში ბელუ ორიზონტში რეკორდული ნალექი მოვიდა. გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის გამო შტატის 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მთლიანად შტატის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლები წყალდიდობის, მეწყერის და ღვარცოფის საშიშროების გამო.