თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. იტყობინება ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 35 დაღუპულისა და 1607 დაშავებულის შესახებ.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველებმა სამი მსხვერპლის ცხედარი ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს.
მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 და დაზიანდა ათეულობით სახლი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს 1000-მდე სამძებრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.
მძლავრი მიწისძვრა თურქეთში, 24 იანვრის ღამეს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც დაახლოებით 100-ზე მეტი, 2.7-დან 5.4-მდე სიმძლავრის, განმორებითი ბიძგი მოჰყვა.