თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო ვითარებათა ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც იუწყებიან დაშავებულია 700-მდე ადამიანი. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი და დაზიანდა ათეულობით.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს 1000-მდე სამძებრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.
მძლავრი მიწისძვრა თურქეთში, გუშინ საღამოს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც დაახლოებით 100-ზე მეტი, 2.7-დან 5.4-მდე სიმძლავრის, განმორებითი ბიძგი მოჰყვა.