თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ კი ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
საბოლოოდ, კომისიის სხდომა ჩაიშალა.