გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომიტეტში გამოსვლთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს საშიში დინამიკაა.
„ჩემთვის გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები. ეს საშიში დინამიკაა. ასეთი პერიოდები მახსოვს. მე, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მაშინდელ თავმჯდომარეს, გამომივლია მსგავსი შემთხვევები და კარგად არ სრულდება ხოლმე. იმის ნაცვლად, მსჯელობა გამართულიყო იმაზე, პროგრესის მიუხედავად არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკა იქნა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.