გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა კვლავ დაიბრუნა.
ბიზნესმენმა 115,5 მლრდ დოლარიანი ქონებით უკან ჩამოიტოვა Louis Vuitton Moеt Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც ამჟამად 112,9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
მესამე ადგილს იკავებს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ის 110,4 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბერნარ არნო Forbes-ის რეიტინგში დაწინაურდა. გამოცემამ ბიზნესმენის წარმატება მისი კუთვნილი აქციების 0,7-პროცენტიანი გაძვირებით ახსნა, რამაც მას 1,9 მლრდ დოლარი შესძინა.