ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით მეოთხე ადამიანის გარდაცვალების შესახებ.
ადგილობრივი მუნიციპალური ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, 89 წლის მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ვირუსის სიმპტომები დაახლოებით ერთი კვირის წინ განუვითარდა. რამდენიმე დღეში იგი კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს. მამაკაცი გარდაიცვალა კვირას, 19 იანვარს.
ცალკეული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 სამედიცინო მუშაკს დაუდგინდა პნევმონიის დიაგნოზი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საერთო ჯამში, დეკემბრის შემდეგ, 217 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ახალი კორონავირუსი თავპირველად სწორედ უხანში გამოავლინეს. მოგვიანებით, დაავადება გავრცელდა პეკინსა და შანხაიში. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები აღმოჩენილია ჩინეთის მიღმაც, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში.
ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია.