თბილისის მერი კახი კალაძე კონგრესმენ მალინის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი წერილს გამოეხმაურა. როგორც თბილისის მერმა განმარტა, "თითო კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადებები" მისთვის საინტერესი არ არის.
"ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ განხორციელებულ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის მიერ მეგობრობით გაკეთებული განცხადებები, ჩემთვის საინტერესო არ არის," - განაცხადა კახა კალაძემ.